ჩვენს შესახებ

კომპანია Asia Service , 2009 წლიდან ახორციელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას დასავლური ტექნოლოგიით, დიზაინითა და აპლიკაციებით.

 

კომპანია Asia Service – მა პირველივე წელს დიდ წარმატებას მიაღწია. ჩვენი კომპანია კორპორატიულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს ავტო პროდუქტებისა და ავტოტექნიკის სერვისების სრულ ასორტიმენტს . კომპანია ძირითადად ახორციელებს სატვირთო მანქანების, ავტობუსების, სამშენებლო ტექნიკის , სპეცტექნიკის დიაგნოსტიკასა და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.

აზია სერვისი ემსახურება MST CONSTRUCTION AND AGRICULTURAL MACHINERY INDUSTRY კომპანიის დისტრიბუციას საქართველოში . ყურადღება გამახვილებულია ძირითად სამ მიმართულებაზე : მძიმე ტექნიკა, ტელესკოპური სატვირთო მანქანა (Telehandler) და მინი ექსკავატორი . Sanko Holding-მა, MST სავაჭრო ნიშნით დაიწყო Beko-Loder-ის წარმოება 2003 წელს და გახდა მძიმე ტექნიკის მწარმოებელი.

კომპანია Asia Service  გთავაზობთ მომსახურებას ყველა მარკისა და მოდელის მძიმე სამშენებლო ტექნიკისთვის. ასევე მაღალკვალიფიციურ ტექნიკოსებს და უახლოეს ტექნოლოგიებს, რათა შეგიქმნათ საუკეთესო მომსახურების პირობები საქართველოში.

ჩვენი პერსონალი დაგეხმარებათ არა მხოლოდ სწორი პროდუქტის შეძენაში ან/და დაქირავებაში, არამედ აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების გაწევაში შესაბამისი დონის ჩვენივე სერვის განყოფილებასთან.

ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას როგორც სერვის-ცენტრში, ასევე სასურველ ლოკაციაზე თქვენი კომფორტისთვის. ჩვენი მობილური სერვის ჯგუფი სრულად არის აღჭურვილი და მზად არის ტექნიკური უზრუნველყოფისა ან/და მომსახურებისთვის.

აზია სერვისი, ასევე ემსახურება აზიის ელექტრო გენერატორების დისტრიბუციას საქართველოში. იგი აწარმოებს გენერატორებს შემდეგი სიმძლავრის დიაპაზონში (3 – 2500 KVA ) , მსოფლიოში ცნობილი დიზელის ძრავების გამოყენებით, რომელთაც დაამტკიცეს თავიანთი ხარისხი Perkins, Ricardo, Baudouin, Doosan, Scania – ისგან .
ჩვენ განვაგრძობთ მიზნობრივ ზრდას შიდაკორპორატიულ პროდუქტებზე ხარისხისა და უპრობლემო მომსახურების გაუმჯობესების პრინციპით.